Sunday, May 8, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ქართული პროდუქტი უნიკალურია

 პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:  საქართველოს ბაზარზე არსებული ქართული წარმოების პროდუქციის გამოკვლევა და შესწავლა და ამის საფუძველზე ისეთი სახეობის  პროდუქციის გამოვლენა, რომელიც დააკმაყოფილებს საბაზრო მოთხოვნებს და იქნება კარგად რეალიზებადი.


პროექტის აქტუალობა:  დღეისათვის საქართველოს ბაზრები გაჯერებულია იმპორტირებული პროდუქციით,  საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე დამოკიდებულია ადგილობრივი წარმოების გაფართოებაზე,  საქართველოს მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციით  იმპორტირებულის ჩანაცვლებაზე.

პროექტის მიზნები: 
მოსწავლეები შეძლებენ  გამოიკვლიონ რა სახეობის  ქართული  პროდუქცია დომინირებს  და რომელი სახეობის პროდუქციის სიმცირეს განიცდის  სამომხმარებლო ბაზარი;
მოსწავლეები შეძლებენ დაადგინონ ქართული პროდუქციის ხარისხი და ფასი უცხოურ პროდუქციასთან მიმართებაში

მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: 

  • მოსწავლეები შეძლებენ ისეთი პროდუქტის გამოვლენას, რომელიც მოთხოვნადი იქნება სამომხმარებლო ბაზარზე და შეძლებენ ამ პროდუქციის უფრო მაღლი ხარისხით წარმოებასა შედარებით დაბალ ფასად რეალიზაციას;
  • მოსწავლეებს განუვითარდებათ  ჯგუფური მუშაობის და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
  • მოსწავლეები განივითარებენ  კვლევის, მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების გამოტანის და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უნარებს



პროექტისათვის საჭირო რესურსები:

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: საზოგადოებრივი მეცნიერებები

პროექტის ხელმძღვანელი: ნუნუ ძამუკაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nona.mrelashvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  http://ict2-nona.blogspot.com/2016/05/4.html

No comments:

Post a Comment