ტრენინგის შეჯამება
დღეს მე-13 მეცადინეობაა. მეცადინეობების მსვლელობისას შევისწავლე ისტ ინსტრუმენტების შერჩევა და გამოყენება სასწავლო პროცესში. კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით. შემიძლია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსა და ძიების ხერხების გამოყენება; შევისწავლე ისტ-ის გამოყენება კვლევითი სამუშაოს დაგეგმვისას და წარმართვისას, კვლევითი სამუშაოს შედეგად მიღებული ინფორმაციის აღნუსხვა და შენახვა ელექტრონული ფორმით. შემიძლია ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით; ვიყენებ მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის სოციალურ ქსელებს; შევისწავლე და გამოვიყენებ ელექტრონულ ცხრილებს მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებისათვის, შევისწავლე პრეზენტაციების, შეფასების რუბრიკების, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გასაჯაროება.
No comments:
Post a Comment