Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯამება

დღეს მე-13 მეცადინეობაა.  მეცადინეობების მსვლელობისას შევისწავლე  ისტ  ინსტრუმენტების შერჩევა და  გამოყენება  სასწავლო პროცესში. კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით. შემიძლია ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსა და ძიების ხერხების გამოყენება; შევისწავლე ისტ-ის გამოყენება კვლევითი სამუშაოს დაგეგმვისას და წარმართვისას, კვლევითი სამუშაოს შედეგად მიღებული ინფორმაციის აღნუსხვა  და შენახვა ელექტრონული ფორმით.  შემიძლია ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება მოსწავლეთა საჭიროებების  მიხედვით;   ვიყენებ მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის სოციალურ ქსელებს;  შევისწავლე  და გამოვიყენებ ელექტრონულ ცხრილებს მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებისათვის, შევისწავლე პრეზენტაციების, შეფასების რუბრიკების, ელექტრონული პორტფოლიოს შექმნა და ბლოგზე გასაჯაროება.

Wednesday, May 11, 2016

ჩემი პორტფოლიო

ტრენინგის მიმდინარეობისას შექმნილი პორტფოლიო